CNN-ის ინფორმაციით, კრემლს "სამხედრო ძალასთან" პრობლემები აქვს, მაგრამ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია.
"[რუსეთმა] აღიარა, რომ მას სჭირდება კიდევ 400 000 ჯარისკაცი და ეს ეხება არა მხოლოდ კონფლიქტს [უკრაინაში], არამედ ახალ ფორმირებებს, რომლებიც განლაგდებიან NATO-სა და ფინეთის ახალ საზღვარზე", - წერს CNN.
გამოცემა წერს, რომ აგრესორი არ ცდილობს მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყებას და უჭირს ხალხის მომზადება.
"გაუძლებს თუ არა მოსახლეობა მობილიზაციის მორიგ რაუნდს და ნამდვილად სურს თუ არა კრემლს, შეამოწმოს მოსახლეობის გამძლეობა ამის მიმართ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მათ ეს არ გააკეთეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შეშფოთებული არიან ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს CNN.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.